ფეხბურთი

17:35 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ დიბალას შესახებ უარი მიიღო

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას შეძენას ცდილობს, მაგრამ იტალიურმა კლუბმა უკვე უარი განაცხადა არგენტინელის გასხვისებაზე.

იტალიური მედია იტყობინება, რომ გასულ კვირაში პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ „იუვენტუსს“ დიბალას შესახებ მიმართა, მაგრამ იტალიიდან უარყოფითი პასუხი მიიღო.

გასულ ზაფხულს „იუვე“ პაულოს გაყიდვას ლამობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონმა სამხრეთ ამერიკელის გარშემო ყველაფერი შეცვალა და მისი წარმატებული თამაშის გამო პიემონტელებმა გეგმები შეცვალეს. სეზონის დასრულებამდე დიბალასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივება თითქმის გადაწყვეტილია, რომელიც ამჟამად 2022 წლამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსმა“ 2015 წელს „პალერმოდან“ შეიძინა და მას შემდეგ 216 თამაშში 91 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140321