ფეხბურთი

0:22 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რენე იგიტა: "არ მოიქცეთ ჩემსავით, არ გამოხვიდეთ "სახლიდან"

ვეტერანი კოლუმბიელი მეკარე რენე იგიტა ხალხს ურჩევს სახლიდან არ გავიდნენ. მეტი დამაჯერებლობისთვის სამხრეთ ამერიკელმა ინსტაგრამში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, როდესაც „სახლიდან“ გასვლით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.

„თუ ეს ფოტო გამოიყენება ცნობიერების ასამაღლებლად, გამოვიყენებ... მთავარია ჯანმრთელობა. არ გახვიდეთ გარეთ თუ თქვენი საქმეების გაკეთება სახლიდან შეგიძლიათ. არ გამოხვიდეთ ჩემსავით“, - დაწერა იგიტამ.

შეგახსენებთ, 1990 წლის მუნდიალზე რენე იგიტა საკუთარი საჯარიმოდან გავიდა, ბურთი დაკარგა და კამერუნელმა როჟე მილამ ამისთვის დასაჯა - გოლი გაიტანა.

0.113422