ფეხბურთი

21:24 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის სეზონის განახლების შემდეგ შესაძლოა მატჩები ორ დღეში ერთხელ გაიმართოს

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ესპანეთის ჩემპიონატის კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მხარეები სეზონის 30 ივნისამდე დასრულებას პოზიტიურად უყურებენ. აღნიშნული ინფორმაცია Cadena Cope-მ გაავრცელა.

იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი 14 მაისს განახლდება, თამაშები ყოველ მეორე დღეს უნდა გაიმართოს, რათა ივნისის ბოლომდე სეზონი დასრულდეს. ლა ლიგაში კორონავირუსის სწრაფ გავრცელებამდე 27 ტური ჩატარდა და ამ დროისთვის პირველ ადგილზე "ბარსელონაა" 58 ქულით, ხოლო მეორე პოზიციაზეა "რეალი" 56 ქულით.

თეგებილა ლიგა
0.117204