ფეხბურთი

20:37 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი": "არტეტა თავს უკეთესად გრძნობს"

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ესპანელი სპეციალისტი სამუშაო პროცესშია ჩართული. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ფეხბურთელები და მწვრთნელები თვითიზოლაციაში არიან, მათ შორის მიკელ არტეტაც. ესპანელი თავს უკეთესად გრძნობს და ოპტიმისტურადაა განწყობილი. არტეტა მწვრთნელებთან ერთად გეგმებს განიხილავს და მოთამაშეებთანაც რეგულარული კონტაქტი აქვს." - ნათქვამია "არსენალის" განცადებაში.

მიკელ არტეტას კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით ყველა საფეხბურთო ლიგა 30 აპრილამდეა შემწყდარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113391