„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ, აპირებს თავის ფეხბურთელებს სთხოვოს, ხელფასების შემცირებაზე დათანხმდნენ - გვამცნობს AS.
სიტუაცია, ცხადია, კორონავირუსის ეპიდემიასთანაა დაკავშირებული. ყველაფერი გაჩერებულია და კლუბი ვეღარ შეასრულებს რამდენიმე თვის წინათ დამტკიცებულ ბიუჯეტს, რომელიც 1 მილიარდ ევროზე მეტია. ფეხბურთელების ხელფასები ჯამში ბიუჯეტის 61 პროცენტს შეადგენს.
უახლოეს საათებში კლუბის დირექტორატის საგანგებო კომისიის სხდომა გაიმართბა, რომელიც ხელფასების თაობაზე იმსჯელებს.