ფეხბურთი

19:16 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო შესაძლოა "ინტერში" დაბრუნდეს

ფელიპე კოუტინიო შესაძლოა მილანის „ინტერში“ დაბრუნდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონას“ ლაუტარო მარტინესის შეძენა გადაწყვეტილი აქვს და ტრანსფერში ბრაზილიელის ჩართვას აპირებს.

კოუტინიო ამჟამად მიუნხენის „ბაიერნში“ იჯარით თამაშობს, მაგრამ გერმანიაში მისი გარჯით კმაყოფილნი არ არიან და დიდი ალბათობით არ გამოისყიდიან.

აღსანიშნავია, რომ კოუტინოსთვის „ინტერი“ პირველი ევროპული კლუბი იყო, მაგრამ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და 28 მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი „ბაიერნში“ ჩატარებულ 32 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11018