ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა, ღია წერილით მიმართა გულშემატკივრებს.
„უახლოეს თვეებში ყოველი ჩვენგანისთვის მთავარი ამოცანა ოჯახების მიხედვა იქნება. ვიშრომოთ ერთდ, რათა მალე დავარმარცხოთ საშინელი ეპიდემია.
ეროვნული გუნდისა და პერსონალის სახელით, მინდა მივუსამძიმრო მათ, ვინც ახლობლები დაკარგა. ასევე თანავუგრძნობთ მათ, ვინც უახლოეს მომავალში დაზარალდება.
გთხოვთ, მიხედეთ ერთმანეთს. არ იწვალოთ მარტოობაში, გახსოვდეთ, როგორი გამოწვევების წინააღმდეგ უწევდათ ადრე გამკლავება ადამიანებს. ერთად ყველაფერს მოვერევით.“ - ციტირებს საუთგეითის სიტყვებს BBC.