"გლადბახი" გახდა პირველი კლუბი ბუნდესლიგაში, რომლის ფეხბურთელებმაც თავიანთი ინიციატივით ხელფასის ნაწილის აღებაზე უარი განაცხადეს. მოთამაშეებს მხარი აუბა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ, სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა და კლუბის მენეჯმენტმა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
სამწვრთნელო შტაბიც შემოგვიერთდა, ისევე როგორც დირექტორები და მენეჯერები. ძალიან ვამაყობ ჩვენი ბიჭებით. კარგ და ცუდ სიტუაციაში ერთად ვართ." - ციტირებს ებერლის სიტყვებს Bild-ი.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კლუბი ამ ინიციატივით ყოველთვიურად ერთ მილიონ ევროს დაზოგავს, ამის შედეგად კი კლუბში დასაქმებულები სამსახურის შენარჩუნებას შეძლებენ.