ფრანგულმა „ლიონმა“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებაში მოთამაშეები კონტრაქტით გათვალისწინებულ გასამარჯელოს ვერ მიიღებენ.
„ლიონი“ ერთ ფეხბურთელზე მხოლოდ ხელფასის 70%-ს გასცემს, რაც კორონავირუსს უკავშირდება, რადგან შეჩერებული სეზონის გამო გუნდებიც ფინანსური პრობლემების წინაშე დადგნენ.
აქვე გეტყვით, რომ იმავე ზომების მიღებას იტალიის სერია A-ს კლუბებიც აპირებენ.