ფეხბურთი

17:16 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ დავიდ ლუისს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ლონდონის „არსენალი“ ბრაზილიელ მცველ დავიდ ლუისს ხელშეკრულებას ერთი წლით გაუხანგრძლივებს - გვამცნობს The Sun.

გამოცემის მტკიცებით, „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია 32 წლის ბრაზილიელის გარჯით და მისი შენარჩუნება სურს. მას კონტრაქტს 2021 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებენ.

მიმდინარე სეზონში ლუისმა „არსენალის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

0.107563