ფეხბურთი

16:49 | 19.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ კორონავირუსის გამო შესაძლოა 9 მილიონი ევრო დაკარგოს

იტალიაში კორონავირუსის გამო ფინანსური კრიზისიც წარმოიშვა და ეს ფეხბურთზეც ისახება. კლუბების მეპატრონეები გამოდიან ინიციატივით, რომ ფეხბურთელებს დროებით ხელფასები 20-დან 30%-მდე შეუმცირონ.

ეს განსაკუთრებით დიდ დანაკარგს იმ მოთამაშეებს მოუტანს, რომლებიც მაღალ ლიგაში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებენ.

მაგალითად, რომელუ ლუკაკუ, პაულო დიბალა, ჯანლუიჯი დონარუმა, გონსალო იგუაინი, აარონ რემზი, ედინ ჯეკო, მატიას დე ლიხტი.

თუმცა, ყველაზე მეტს კრიშტიანუ რონალდუ დაკარგავს. „იუვენტუსის“ ვარსკვლავი სეზონში 31 მილიონი ევროს გამოიმუშავებს და თუ განხილვის სტადიაზე მყოფი ხელფასების შემცირება დაკანონდება, პორტუგალიელი 9 მილიონ ევროს დაკარგავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100183