იტალიის ექს-პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ კორონავირისის პანდემიასთან ბრძოლისთვის 10 მილიონი ევრო გამოყო.
საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად „მონცას“ ხელმძღვანელმა თანხა ლომბარდიას რეგიონს, 400 ახალი ინტენსიური თერაპიის დროებითი განყოფილების შესაქმნელად გადაურიცხა.
შეგახსენებთ იტალია ჩინეთის შემდგომ კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრადაა მიჩნეული, სადაც კოვიდ 19-ით 2900 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.