ფეხბურთი

22:23 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

The Telegraph-ის ვერსიით, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კევინ დე ბრუინი დასახელდა

The Telegraph-მა პრემიერლიგის სეზონის 50 გამორჩეული მოთამაშის სია გამოაქვეყნა. საუკეთესო „მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი გახდა. მეორე ადგილზე „ლივერპულის“ შუახაზელი, ჯორდან ჰენდერსონი გავიდა, მესამეზე - ასევე მერსისაიდელი მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.

პირველი ათეული კი, სადაც ხუთი ლივერპულელია, ასე გამოიყურება:

  1. კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“)
  2. ჯორდან ჰენდერსონი („ლივერპული“)
  3. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი („ლივერპული“)
  4. ჯეკ გრილიში („ასტონ ვილა“)
  5. სადიო მანე („ლივერპული“)
  6. სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“)
  7. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)
  8. ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“)
  9. ჯეიმი ვარდი („ლესტერი“)
  10. რიად მაჰრეზი („მანჩესტერ სიტი“)
0.11374