ფრანგულმა „ამიენმა“ 16 პროცენტით შეუმცირა ხელფასები თავის ფეხბურთელებსა და პერსონალს - გვამცნობს Get French Football News.
პორტალის ინფორმაციით, კლუბმა არასრული დასაქმების კანონი გამოიყენა. ეს გადაწყვეტილება „ამიენის“ ხელმძღვანელობამ უახლოეს ხანში შემოსავლების შემცირების მიზეზით მიიღო. მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, საფრანგეთის ჩემპიონატი შეწყვეტილია.
„ამიენი“ ლიგა 1-ის პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ასეთ ზომას მიმართა. მანამდე ასევე მოიქცა რამდენიმე ფრანგული სარაგბო კლუბიც.
„ამიენი“ ლიგა 1-ში 28 ტურის შემდეგ, 23 ქულით მე-19 ადგილზეა.