ფეხბურთი

20:54 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი და ტიაგუ სილვა კორონავირუსის გამო ბრაზილიაში დაბრუნდნენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები, ნეიმარი და ტიაგუ სილვა, სამშობლოში, ბრაზილიაში დაბრუნდნენ - გვამცნობს ESPN.

წყაროს ცნობით, ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელებს უფლება მისცა, თავად გადაწყვიტონ სად იქნებიან თვითიზოლაციაში. ზოგიერთმა, მაგალითად, ზემოთნახსენებმა ორეულმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, სხვებმა პარიზში დარჩენა არჩიეს. მაგალითად, მარკინიოსმა.

ჯერჯერობით, პსჟ-ის ხელმძღვანელობას არ მიუღია გადაწყვეტილება როდის განახლდება საწვრთნელი პროცესი.

0.111976