ჩოგბურთი

12:49 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როლან გაროსი" შემოდგომაზე გაიმართება

კორონა ვირუსმა "როლან გაროსის" ტურნირი გადადო. ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი სლემის ტურნირი შემოდგომაზე გაიმართება.

"კორონა ვირუსის გამო მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვალა ტურნირის გადადება მოგვიწევს, რადგან ახლა ამ პერიოდში მოსამზადებელ სამუშაოებს ვერ ვაწარმოებთ. ჩვენი თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ გადავწყვიტეთ ტურნირი 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჩავატაროთ. მართალია წინასწარ ყველაფრის თქმა რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი გეგმა. გულშემატკვირებს ვისაც ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქოდნა, შეუძლიათ თანხა დაიბრუნონ ან ბილეთები დაიტოვონ"- აღნიშნულ განცხადებას "როლან გაროსის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

0.163056