ფეხბურთი

10:12 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ძალიან საიმედო იყო" - კვირკველია ტურის სიმბოლურში სეზონში პირველად

სოლომონ კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ კუთვნილი ადგილი დაიბრუნა და მიმდინარე სეზონში პირველად ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Championat-მა XXII ტურში ჩვენებური გამოარჩია.

ხსენებული გამოცემისთვის ტურის სიმბოლურ ნაკრებს ვალერი გაზაევი ადგენს, რომელმაც წინა ტურში ჯემალ ტაბიძე შეიყვანა საუკეთესო 11-ეულში, ახლა კი კვირკველიას ჯერი დადგა.

„როსტოვთან“ „ლოკომოტივის“ გამარჯვება მეტწილად სიომინის გუნდის ცენტრალური მცველითაა განპირობებული. კვირკველიამ ძალიან საიმედოდ ითამაშა“, - ასე შეაფასა გაზაევმა ჩვენებური.

შეგახსენებთ, „ლოკომოტივმა“ „როსტოვი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. საერთოდ, ზამთრის პაუზის შემდეგ კვირკველია იური სიომინის გუნდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელ ნაწილად კვლავინდებურად იქცა.

0.166714