კალათბურთი

1:53 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დურანტს და "ბრუკლინის" კიდევ სამ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

„ბრუკლინ ნეტსის“ ოთხი კალათბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ადგილობრივი მედიის ცნობით კი, ოთხ მოთამაშეთაგან ერთ-ერთი კევინ დურანტი გახლავთ.

„ვადასტურებთ, რომ ოთხი კალათბურთელის ტესტი დადებითია. ყველა ასიმპტომურია და იზოლირებულნი არიან, ისევე, როგორც გუნდის დანარჩენი მოთამაშეები და პერსონალი. მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტულია და გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ მათზე მაქსიმალურად იზრუნოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, NBA-ში კორონავირუსი აქამდე „იუტა ჯაზის“ წევრებს რუდი გობერსა და დონოვან მიტჩელსა და „დეტროიტ პისტონსის“ კალათბურთელ კრისტიან ვუდს დაუდასტურდათ.

0.135275