ფეხბურთი

23:01 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდა

იტალიის მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსში“ კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც ტურინული გრანდი იტყობინება, ბლეზ მატუიდის ტესტი დადებითია.

„ბლეზ მატუიდიმ გაიარა სამედიცინო ტესტები, რომელიც დადებითი პასუხის აღმოჩნდა. მატუიდი 11 მარტიდან იზოლირებულია და მასზე გრძელდება მინიტორინგი, დაიცავს იგივე რეჟიმს. ბლეზი კარგადაა და ასიმპტომურია“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი კვირის წინ კორონავირუსი დანიელე რუგანის დაუდასტურდა. ჯერჯერობით „იუვენტუსში“ სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა და დღევანდელმა შემოწმებამ მატუიდის გარდა უარყოფითი პასუხები აჩვენა.

0.113909