სამხრეთ ამერიკის თასიც, წლევანდელის ნაცვლად, 2021 წელს გაიმართება. მიზეზი, ცხადია, კორონავირუსის პანდემია გახლავთ - წერს Globo-ს ჟურნალისტი, მარტინ ფერნანდესი თავისი ტვიტერის გვერდზე.
კოპა ამერიკა სამხრეთამერიკული სანაკრებო ფეხბურთის მთავარი ტურნირია, რომელიც კონმებოლის ორგანიზებით იმართება. წლეულს მისი 47-ე გათამაშება უნდა ჩატარებულიყო. დაიგეგმა, რომ ამიერიდან შეჯიბრი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება წყვილ წლებში.