ბრიტანული მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. The Athletic-ის ინფორმაციით, უეფა ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის ზაფხულში გადადებისთის ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს.
როგორც გამოცემა იტყობინება, ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება კლუბებისგან სეზონის დასრულების სანაცვლოდ, რაც ავტომატურად ევრო 2020-ის გადადებას ნიშნავს, 300 მილიონ ევროს ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ამ წუთებში მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებაც უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.