სხვა

19:10 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიადა საფრთხეში: იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს

იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ და იმავდროულად ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ კოზო ტაშიმას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა.

62 წლის ტაშიმა თებერვლისა და მარტის თვეებში საქმიანი ვიზიტებით ევროპასა და აშშ-ში ხშირად მოგზაურობდა, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაავადებაც ასე მიიღო.

ეს ცნობა კი, ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი 17-18 მარტს სპორტულ ფედერაციებთან და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრებს გამართავს და დიდი ალბათობით, აღნიშნული საკითხიც განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0999