თამაშგარე

15:49 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ფრუშო “ნაპოლის“ ამხნევებს

ყბადაღებული კორონავირუსი ევროპიდან განსაკუთრებთ იტალიაში მძვინვარებს. ამ პანდემიამ სხვა სფეროებთან ერთად ცხადია იტალიური ფეხბურთიც დააზიანა. რისკების თავიდან აცილების მიზნით იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ყველა საფეხბურთო ლიგამ შეწყვიტა მატჩები.

ამ ოცობოდიას “ნაპოლის“ ყველაზე ცნობილი ქომაგი, მოდელი მარიკა ფრუშო გამოეხმაურა, რომელმაც ნეაპოლელი ფეხბურთელები და ტიფოზები გაამხნევა და დაიქადნა, რომ როდესაც ვირუსების ქარიშხალი გადაივლის, იგი სტადიონ “სან პაულოს“ კვლავ დაამშვენებს და საყვარელ გუნდს მუდამ უქომაგებს.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მკერდვეება ფრუშო ერთ-ერთი იყო მათთაგან, რომელსაც ძალიან არ მოეწონა გუნდიდან კარლო ანჩელოტის გაშვება და იძახდა, ეს უკან გადადგმული ნაბიჯიაო. ახლა კი ისეთი ჟამი დგას, ანჩელოტიზე გამოტირება კი არა, ზოგადად საფეხბურთო მატჩების გამართვა გახდა საოცნებო.

0.193108