ფეხბურთი

15:16 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური კლუბები, იძულებითი პაუზის დროს, ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდას არ აპირებენ

იტალიური სერია A და B კლუბების ხელმძღვანელები, კორონავირუსის მიზეზით შეჩერებული ტურნირების გამო მიღებული დანაკარგების გამო, ფეხბურთელებისთვის ხელფასების გაყინვას აპირებენ - წერს თავისი ტვიტერის გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

ამავდროულად, იტალიის ფეხბურთელთა პროფკავშირები, ცხადია, ამ იდეის წინააღმდეგნი არიან და მოითხოვენ ფეხბურთელებმა კუთვნილი ანაზღაურება სრულად მიიღონ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი. ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტი, დამიანო ტომაზი ამბობს, რომ პაუზა მინიმუმ მაისამდე გაგრძელდება.

0.114734