ქართველმა მოკრივემ სახილ ალახვერდოვმა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი გადამწყვეტ ბრძოლაში სერბ მეტოქეს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება მოახერხა.
ინგლისის დედაქალაქ ლონდონში სალიცენზიო ტუნირი 14 მარტს დაიწყო და 24 მარტის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე ის ნაადრევად შეწყდა.
რაც შეეხება სხვა ქართველ მოკრივეებს, აღნიშნულ ტურნირზე მათ მონაწილეობა ვერ მოასწრეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაგრძელდება შეჯიბრი.