თამაშგარე

13:00 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლომ რონალდინიოს გირაოთი გათავისუფლებაზე კვლავ უარი უთხრა

ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო კვლავ პარაგვაის ციხეში რჩება. ბრაზილიელს საპატიმროს დატოვებაზე და შიდაპატიმრობაში გადასვლაზე უკვე მეორეს უთხრეს უარი.

როგორც უცხოური პრესა იტყობინება რონალდინიოს სასამართლომ 1.6 მილიონი ევროს გირაოზე უარი განუცხადა და მისი ახლო მომავალში განთავისუფლება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რონალდინიო და მისი ძმა, პარაგვაის დედაქალაქ ასუნსეონში სამართალდამცველებმა არც მეტი არც ნაკლები ქვეყანაში უკანონო გზით შეღწევის მცდელობისთვის და საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს.

თეგებირონალდინიო
0.120725