სხვა

12:19 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოზიტიური ნიშანი: ტოჩინოშინმა მე-4 გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდა და მეტოქს ოშიდაშის ილეთით აჯობა.

ეს აღნიშნული წყვილის 23-ე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალლანსი ტოჩის სასარგებლოდ 15-8ზეა.

ქართველი სუმოისტის მომავალი მეტოქე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელთანაც ჩვენებურს 4 ბრძოლა აქვს გამართული და 4-ივე მათგანში მეტოქის დამარცხება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ლევანს მიმდინარე ბაშოზე 4 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და იმისათვის, რომ ელიტურ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოდ დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ერთის მოგება მართებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112546