ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა ბექა მიქელთაძე გააკრიტიკა. საქმე ის გახლავთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პირველი ლიგის 26-ე ტურში „ნეფტოხიმიკთან“ მატჩში, 88-ე და 90-ე წუთებზე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
27-ე ტური კი დისკვალიფიკაციის გამო ავტომატურად გამოტოვა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ხაცკევიჩი გააღიზიანა და მიქელთაძის საქციელი მკაცრად შეაფასა.
„ასეთი საქციელისთვის ფეხბურთელი უნდა დაისაჯოს. მან გუნდი დააღალატა“,- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 27-ე ტურში „როტორი" "შინიკს" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდს 56 ქულა აქვს და ლიდერია.