ფეხბურთი

0:01 | 17.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "ჩინეთმა ეპიდემია დაამარცხა, რადგან ყველა სახლში დარჩა"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფაბიო კანავარომ, რომელიც წლებია ჩინეთში მუშაობს, კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. 2006 მსოფლიო ჩემპიონისა და „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის განცხადებით, ჩინეთმა ეპიდემია დაამარცხა და თუ როგორ შეძლეს ამის გაკეთება, ესეც განმარტა.

„სახლში უნდა დავრჩეთ, ჩინეთში მოახერხეს ვირუსის დამარცხება და აღარ სურთ დაინფიცირება. ახლა ყველაფერი ნორმალურადაა, შეგიძლია ხალხი ნახო ტერასებზე, რესტორნებში, ნიღბების გარეშეც. ერთი თვის წინ გარშემო არავინ იყო. ჩინელებმა დაამარცხეს ეპიდემია, რადგან ისინი მიჰყვებოდნენ ხელისუფლების მითითებებს, ყველამ ერთად გააკეთეს ყველაფერი, დარჩნენ სახლში. ეს არის ის, რაც ახლა თქვენ უნდა გააკეთოთ, დარჩით სახლში - ეს ვირუსის გავრცელების შეჩერების ერთადერთი შანსია“, - თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, კორონავირუსი 11 მარტს პანდემიაც გამოცხადდა, ხოლო ბოლო პერიოდში ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობა სარეკორდოდ იზრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111949