ფეხბურთი

23:21 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაუნთმა კარანტინი დაარღვია

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა მეისონ მაუნთმა კარანტინი დაარღვია. Mirror-ის ინფორმაციით, ინგლისელი ქუჩაში გულშემატკივარმა ამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ ნიღბით იყო.

მაუნთან ერთად იმყოფებოდა „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი დეკლან რაისი. მოსალოდნელია, რომ ლონდონური გუნდი ახალგაზრდა ინგლისელს დააჯარიმებს კარანტინის დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, „ჩელსის“ ფეხბურთელ კალუმ ჰადსონ-ოდოის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ყველა ფეხბურთელი კარანტინში აღმოჩნდა, თუმცა მაუნთმა როგორც ჩანს, კლუბის განაწესი დაარღვია.

0.11725