კატალონიის „ბარსელონა“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აპირებს.
„ბლაუგრანას“ ინტერესი არგენტინელი შემტევისადმი ძველი ამბავია, Sport-ის ინფორმაციით კი, თავად ლაუტარომ „რეალსა“ და კატალონელთა შორის უპირატესობა „ბარსას“ მიანიჭა.
ჯერჯერობით უფრო მეტი კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება. „ინტერის“ თავდამსხმელით ინტერესს „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და პსჟ-ც იჩენენ.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 31 თამაში ჩაატარა და 16 გოლის გატანა შეძლო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რატო უნდა ითამაშოს რეალში? ბენზემას დუბლიორად რო დაალპოს ზიდანმა?