ფეხბურთი

19:14 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო დონადონი: "ჩინეთი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება"

იტალიელი სპეციალისტი რობერტო დონადონი, რომელიც ჩინურ „შენზენში“ მუშაობს, ამბობს, რომ ჩინეთში ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება. დონადონიმ საკუთარი თანამემამულეები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თუ სახლში არ დარჩებიან, სიტუაცია არ გამოსწორდება.

„ჩინეთში ნორმალური სიტუაცია დაბრუნდა. ქუჩები ცოცხალია, ხალხი ნიღბებით დადის, მაგრამ ეს მათი კულტურის ნაწილია, სანამ ეპიდემია იქნებოდა, მანამდეც იყენებდნენ, საკმარისია ერთ ადამიანს სიცხე ჰქონდეს, რომ ყველა ნიღბით დადის. საჭიროა გავიგოთ, რომ ახლა არავითარი რისკი არ არსებობს.

იტალია? ნუთუ ასე ძნელია სახლში დარჩენა?! ვიცი, რომ ჩრდილოეთიდან სიცილიაში და პულიაში (ქვეყნის სამხრეთი ნაწილი) გაიქცნენ. როგორ არ უნდა გვესმოდეს, რომ ეს საზიანოა და სახლში უნდა დავრჩეთ. ცხადია ჩემს ოჯახზე ვდარდობ, ყველამ წესებს პაtივი უნდა ვცეთ ან სიტუაცია არასდროს გამოსწორდება“, - თქვა დონადონიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ბოლო პერიოდში კორონავირუსის მკვეთრი კლებაა, სამაგიეროდ პანდემია ევროპას მოედო და განსაკუთრებით იტალიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111723