ცნობილი პორტუგალიელი მოდელი, საფეხბურთო კლუბ “პორტუს“ თილისმა სარა სამაპიო მაშინ როდესაც ევროპა კორონა ვირუსს ებრძვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩარჩა და სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად იქაურ ბომონდთან ისეთი ამბები გააჩაღა - თქვენი მოწონებული.
ჟურნალისტებმა სარა ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ამერიკელ რეჟისორებთან ერთად დალანდეს და რასაკვირველია ამ ამბავს იმწამსვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ ეს ხელისხელსაგოგმანები პორტუგალიელი მოდელი თავის უზღვავ და უშრეტ ძალებს ამერიკულ კონომატოგრაფშიც მოსინჯავს.
სხვათა შორის, სარა სამპაიოს თურმე ადრეც უთქვამს, რომ ევროპაში საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურულად მიიჩნევს და დიდი სურვილი აქვს, რომ სამოდელო მოღვაწეობა სხვაგან გააგრძელოს. ეს “სხვაგან“ კი ამერიკის შეერთებული შტატები რომ იქნებოდა, იმთავითვე ცხადი იყო.