ფეხბურთი

1:09 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიაში ფეხბურთი გააჩერეს

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მის დაქვემდებარებაში მყოფი ტურნირები შეაჩერა. ამის მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გახდა.

შეზღუდვა ეხება ბრაზილიის თასს, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატს, 17-წლამდე ჩემპიონატს და 20-წლამდე ბრაზილიის თასს. რაც შეეხება მამაკაცთა მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატს, ის ახლა არ მიმდინარეობს და მაისში უნდა დაიწყოს.

სახელმწიფო შტატების ჩემპიონატებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შტატების ფედერაციებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114721