ფეხბურთი

1:33 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანგალამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი აქვს

ესპანური „ვალენსიას“ მცველი ელიაკიმ მანგალა კორონავირუსით დაინფიცირდა. „ღამურების“ ვებგვერდმა 15 მარტს დაადასტურა, რომ კლუბში ხუთი ადამიანის ტესტი დადებითი იყო.

მათ შორის პირველი ეზეკიელ გარაი გახლავთ, თუმცა სხვა სახელები არ დაკონკრეტებულა. მანგალამ კი სოციალურ ქსელში თავად დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მათგანია.

Marca-ს ინფორმაციით, გარაისა და მანგალას გარდა, კორონავირუსი ხოსე გაიას და კლუბის სტაფის წევრებს ფრანსისკო კამარასას და ხულიან ალიაგას დაუდასტურდათ. ყველა მათგანი იზოლირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112172