ფეხბურთი

0:10 | 16.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „ევრო 2020-ზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ჟურნალისტებს, კორონავირუსის გამო, ევრო 2020-ის გადადების თაობაზე გაუზიარა თავისი აზრი.

„მოთამაშეები შინ უნდა დავტოვოთ. ისინი პროფესიონალები არიან და იციან, როგორ მოიქცნენ. როცა ჩემპიონატები განახლდება, მათ დაახლოებით ორი კვირა ექნებათ სავარჯიშოდ.

სამშაბათს უნდა დაველოდოთ, როცა უეფა ევრო 2020-ის გადადება არგადადების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. პრობლემები, რომელსაც ბოლო 15 დღის განმავლობაში იტალია შეეჯახა, ახლა სხვა ქვეყნებისთვისაც გახდა აქტუალური.

არ ვიცი, ეს ყველაფერი რითი დამთავრდება, მაგრამ ფაქტია, არის გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცეები, ვიდრე ევრო 2020. თუ უეფა ტურნირს გადადებს, ჩვენ ერთი წლის შემდეგაც შევძლებთ გამარჯვებას. მთავარია, ადამიანების ჯანმრთელობა. იმედია, მალე შევძლებთ სტადიონებზე დაბრუნებას და ცხოვრებით დატკბობას. ძალიან მძიმეა იმის ცქერა თუ როგორ იღუპებიან ადამიანები.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

0.118164