ფეხბურთი

17:19 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „დავითრგუნები, თუ „ლივერპული“ ჩემპიონობას ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოიპოვებს“

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ჟურნალისტებს კორონავირუსის გამო პრემიერლიგის შეწყვეტისა და უახლოეს გეგმებზე ესაუბრა.

„არავის უნდა უმაყურებლოდ თამაში. თუ ტიტულს ცარიელ სტადიონზე მოვიპოვებთ, ძალიან დავითრგუნები. ცხადია, როცა „ენფილდზე“ მაყურებელი არ არის, ეს უკვე შოკია.

ჯერ არ ვიცით, რა იქბება ახლო მომავალში. უბრალოდ, ვსხედვართ და ველოდებით. თუმცა, როგორც კი ჩემპიონატი განახლდება, გულშემატკივრებს აუცილებლად ვაჩუქებთ ტიტულს.“ - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს BBC.

შეგახსენბთ, რომ ინგლისის ჩემპიონატი, კორონავირუსის გამო, ჯერჯერობით 4 აპრილამდეა შეჩერებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110917