ფეხბურთი

18:37 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიაში" კორონავირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა

ესპანურ „ვალენსიაში“ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა. ეზეკიელ გარაის გარდა, COVID-19 კიდევ ოთხს დაუდასტურდა.

„ღამურების“ ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდში ფეხბურთელთა და ტექნიკურ სტაფს შორის ჯამში ხუთი ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა მათი ვინაობა არ დასახელებულა. ყველა მათგანი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და იზოლირებულნი არიან.

შეგახსენებთ, ეზეკიელ გარაი ლა ლიგაში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

თეგებივალენსია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.268121