"ვალენსიას" არგენტინელ მცველს ესეკიელ გარაის კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად სამხრეთამერიკელმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა. სამხრეთამერიკელი გახდა პირველი ლა ლიგის ფეხბურთელი, რომლის ტესტმაც დადებითი აჩვენა.
"ნათელია 2020 წელი ცუდად დავიწყე. კორონავირუსის ტესტმა დადებთი აჩვენა, მაგრამ თავს კარგად ვგრძმნობ. ახლა რეკომენდაციებს მივყვები და ამ მომენტისთვის იზოლაციაში ვარ." - დაწერა გარაიმ.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ "ალავესში" ტექნიკურ-სპორტულ საკითხებში მომუშავე ორ პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ასევე დაინფიცირებულია "გრანადას" სპორტული დირექტორი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ესპანეთში ამ დროისთვის 6,391 შემთხვევაა დაფიქსირებული.