ფეხბურთი

12:36 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020 შესაძლოა დეკემბერში გაიმართოს

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართოს. აღნიშნულ ინფორმაცია The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უეფაში დეკემბრის ვარიანტს განიხილავენ, ხოლო ეროვნული ჩემპიონატები ზაფხულში დასრულდება.

უეფა 17 მარტს ვიდეოკონფერენციას გამართავს და დეკემბრის ვარიანტთან ერთად სხვა ევრო 2020-ის ჩატარების სხვა შესაძლებლობებსაც განიხილავენ. აქამდე საუბარი იყო ჩემპიონატის 2021 წელში ჩატარების ვარიანტზეც.

უეფამ უკვე შეაჩერა ჩემპიონთა და ევროპა ლიგები. ასევე, აპრილამდე შეჩერებულია ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების უმრავლესობა. გეგმის მიხედვით, ევრო 2020 12 ივნისს უნდა დაიწყოს და 12 ივლისს დასრულდეს.

თეგებიევრო 2020
0.114417