ფეხბურთი

0:59 | 15.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პარადოქსი - უხანის გუნდი კორონავირუსს თავს ესპანეთში აფარებდა, ახლა კი, მშობლიურ ქალაქს უბრუნდება

„უხან ზალი“ ჩინეთის სუპერლიგაში მოთამაშე გუნდი და იმ ქალაქის ბინადარია, საიდანაც კორონავირუსმა იფეთქა.

ჩინეთში სეზონი თვეების წინ დასრულდა და უხანელებმა (ისევე, როგორც სუპერლიგის დანარჩენმა გუნდებმა) თითქოს კარგად გათვალეს - ერთი შეხედვით უსაფრთხო ესპანეთის ქალაქ კადისში შეკრებაზე გაემგზავრნენ და მას შემდეგ პირინეის ნახევარკუნძულზე იყვნენ, იზოლირებულ მშობლიურ ქალაქში აბა დაბრუნება როგორ იქნებოდა...

ამასობაში კორონავირუსმა ძალიან მარტივად გადალახა ჩინეთის საზღვრები და პანდემიად გამოცხადდა. ესპანეთში COVID-19 ფეხს მასშტაბურად იდგამს და „უხან ზალიც“ ამ ქვეყანას ტოვებს - უხანში ბრუნდება!

სხვათა შორის, თავდაპირველად, დაბრუნება თებერვლის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩინეთში ვითარება არამდგრადი გახლდათ, ამიტომ კლუბმა გადაწყვიტა კადისში მარტის ბოლომდე დარჩენილიყო. თუმცა, კორონავირუსმა კლუბის გეგმები კიდევ ერთხელ შეცვალა და ბარგი უკვე მზადაა, ჯერ შენჯენში და იქიდან უხანში დასაბრუნებლად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114474