რუსეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა "მონაკოსთან" კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2024 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გოლოვინი "მონაკოში" 2018 წლის ზაფხულში მოსკოვის ცსკა-დან 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში რუსმა ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.