ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი კორონავირუსის გამო უახლოეს ხანში „ბარსელონას“ ვერ გაწვრთნის - წერს De Telegraaf.
საქმე ასეა: ეროვნულ გუნდთან კონტრაქტში კუმანს უწერია, რომ „ბარსელონაში“ გადასვლა მას ევრო 2020-ის შემდეგ შეეძლება. მოგეხსენებათ, კორონავირუსის მიზეზით უეფა ევროპის ჩემპიონატის გადადებას და გაისად ჩატარების ვარიანტსაც განიხილავს. თუ ასე მოხდა, კუმანი კატალონიურ კლუბში მომავალ წლამდე ვერ გადავა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას კუმანი „ბარსელონაში“ 1989-1995 წლებში თამაშობდა. 1998-2000 წებში კი სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.