ფეხბურთი

18:48 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრედი: „თუ პრემიერლიგა არ განახლდა, სეზონის შედეგები უნდა გაუქმდეს“

„ვესტ ჰემის“ ვიცე-პრეზიდენტმა, კარენ ბრედიმ ჟურნალისტებს პრემიერლიგის ადრეულ შეწყვეტასა და კორონავირუსზე ესაუბრა.

„ფაქტია, დღეს ფეხბურთი ინგლისში ძალიან რთულ სიტუაციაშია. არ არის გამორიცხული, ყველა საფეხბურთო ტურნირი, პრემიერლიგის ჩათვლით, აღარ გაგრძელდეს.

პრემიერლიგის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ პატარა შესვენება კლუბებს წაადგებათ კიდეც, თუმცა, შესაძლოა, ისინი ცდებიან. რა მოხდება თუ ინგლისის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება? ერთადერთი გონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება სეზონის შედეგების გაუქმება იქნება. ზეპირად ხომ ვერ წარმოვიდგენთ, რა მოხდებოდა ტურნირის ბოლომდე.

ცხადია, ეს დიდი დარტყმა იქნება „ლივერპულისთვის,“ რომელიც 30 წლის განმავლობაში პირველად ხდებოდა ქვეყნის ჩემპიონი.“ - ციტირებს ბრედის სიტყვებს The Sun.

0.115136