ფეხბურთი

17:38 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" თვალი "ლაციოს" მცველს დაადგა

კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ინტერესის სფეროში „ლაციოს“ ფეხბურთელი ლუიზ ფელიპე მოექცა.

22 წლის მცველს შესანიშნავი სეზონი აქვს და სიმონე ინძაგის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვს. იტალიური მედიის ცნობით, ფელიპეს „ბარსელონას“ სკაუტები ბოლო ხუთი თამაში აქტიურად აკვირდებოდნენ.

რომაელები ბრაზილიელთან ადვილად შელევას არ აპირებენ და კონტრაქტის გახანგრძლივებაც სურთ. მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელმა 25 თამაში ჩაატარა და 1გოლი გაიტანა.

0.123595