ლივერპულის „ევერტონის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა და მთელი გუნდი იზოლირებულია. მათ შორის, კარლო ანჩელოტი, რომელიც Gazzetta Dello Sport-ს ესაუბრა.
იტალიელის განცხადებით, ამ მომენტში ფეხბურთს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ამ მომენტში ფეხბურთი არაფერს ნიშნავს და ჩემთვის ამაზე საუბარი თითქმის საწყენია. იმ ტრაგედიის ფონზე, რომლის მოწმენიც ვართ. ჩვენ საქმე გვაქვს პანდემიასთან, რომელიც დღემდე არ განვიგცდია. იტალიაში დაღუპულთა რიცხი საშინელებაა, ყოველ საღამოს ომის მოხსენებას ვკითხულობთ. ერთ დღეში 250 ადამიანი დაიღუპა. ახლა პრიორიტეტია ბრძოლაზე ფოკუსირება, ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა“, - თქვა ანჩელოტიმ.