ფეხბურთი

23:42 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლურში "მანჩესტერ იუნაიტედის" ექვსი ფეხბურთელი მოხვდა

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" ექვსი მოთამაშე მოხვდა, ინგლისელებმა "ბაზელი" სტუმრად 5:0 დაამარცხა.

ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ორი მატჩი "სევილია" VS "რომა და "ინტერი" VS "ხეტაფე" კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო არ ჩატარდა.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: იონას ომლინი ("ბაზელი")

მცველები: ბრენდონ უილიამსი, ერიკ ბაი, ლუკ შოუ (სამივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ერაი კიომერტი ("ბაზელი");

ნახევარმცველები: ფრედი, დანიელ ჯეიმსი (ორივე "მანჩესტერ იუანიტედი"), ჩერლეს არანგუისი ("ლევერკუზენი"), კევინ ბუა, სამუელ კამპო (ორივე "ბაზელი");

თავდამსხმელი: ოდიონ იგალო ("მანჩესტერ იუნაიტედი");

0.111615