ბერგამოს „ატალანტას“ შემტევი იოსიპ ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ავრცელებს.
ილიჩიჩმა მარსელ ზაბიცერს („ლაიფციგი“), იან ობლაკსა („ატლეტიკო“) და ხუან ბერნატს (პსჟ) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტას“ სლოვენიელმა ფეხბურთელმა „ვალენსიასთან“ (4:3) მატჩში პოკერი შეასრულა.