ფეხბურთი

17:02 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური დერბი მასობრივი ჩხუბით და 8 წითელი ბარათით (+VIDEO)

კოპა ლიდერტადორესის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიური დერბი შედგა, სადაც „გრემიომ „ინტერნასიონალს“ უმასპინძლა და დიდი ვნებათაღელვით გამოირჩა.

88-ე წუთზე არგენტინელმა მსაჯმა ფერნანდო რაპალინიმ თამაშზე კონტროლი დაკარგა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის მასობრივი ჩხუბი დაიწყო. სიტუაცია კარგა ხანს არ დამშვიდებულა.

საბოლოოდ, არბიტრს 8 წითელი ბარათის ჩვენება მოუწია (ოთხ-ოთხი თითო გუნდიდან). Opta-ს ინფორმაციით, ეს ლიბერტადორესის თასის რეკორდი სულაც არ ყოფილა და 1971 წელს, „ბოკა ხუნიორსისა“ და „სპორტინგ კრისტალის“ შეხვედრაში 19 ფეხბურთელი გაუძევებიათ.

თავად შეხვედრაში კი უფრო მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

0.124803