ფეხბურთი

15:17 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა შეჩერდა

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშება შეჩერდა. ამის შესახებ ოფიციალურად უეფას ვებგვერდი იტყობინება. მომავალ კვირაში დაგეგმილი ყველა თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„ევროპაში COVID-19-ის გავრცელებისა და მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ბოლოდროინდელი მოვლენები გათვალისწინებით, უეფამ ყველა მატჩი, რომელიც შემდეგ კვირაში არის დაგეგმილი, გადადო, როდის ჩატარდება ეს თამაშები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 20 მარტს დაგეგმილი მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრაც გადაიდო“, - ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის ოთხი და ევროპა ლიგის რვავე მერვედფინალური მატჩი გადადო. 17 მარტს, ევროპული ფეხბურთის უწყება ვიდეოკონფერენციით, თავის წევრ ქვეყნის ფედერაციებთან ერთად მარტის პლეი-ოფისა და ევრო 2020-ის შესახებაც იმსჯელებს.

0.11596